Monday, May 12, 2014

სიყვარულის ბალადა Siyvarulis Balada Love ballad Любовная баллада

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება:  ჩემი საყვარელი ფილმი

2.      პროექტის მთავარი იდეა/თემა: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას ფილმების შესახებ.


3.      პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს როგორც დამოუკიდებელ ასევე ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა ძიების, ანალიზის და პრეზენტაციის უნარი. ასევე ჩამოუყალიბდებათ გემოვნებიანი ფილმის არჩევის უნარი.

4.    პროექტის მიზნები:
·         ინგლისური ენის ლექსიკის გამდიდრება - გამრავალფეროვნება.
·         ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენება.
·         ჯგუფური მუშაობის უნარ - ჩვევის განვითარება.
·         პრეზენტაციის უნარ - ჩვევის განვითარება.
·         კვლევა ძიების უნარ - ჩვევის განვითარება.
·         გემოვნებიანი ფილმის არჩევის უნარის განვითარება.   
                                                                                         
5.      მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი

6.      ვადები/ხანგრძლივობა 2 კვირა


7.      მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საუკეთესო და მათთვის საყვარელი ფილმების შესახებ, ისწავლიან ელექტრონული პრეზენტაციის კეთებას/წარდგენას, განუვითარდებათ გემოვნებიანი ფილმის არჩევის უნარი.

8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი.


9.    პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, მათთვის საყვარელი ფილმების ინფორმაციის მოსაპოვებლად, ვანაწილებთ დროს.

აქტივობა 2. ვანაწილებ დავალებებს ჯგუფში, შევიმუშავებ სამუშაო გეგმას.

აქტივობა 3. ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში.

აქტივობა 4. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება.

აქტივობა 5. ჯგუფის მიერ მოძიებული ერთ-ერთი საინტერესო ფილმის ჩვენება.


აქტივობა 6. ფილმის განხილვა.

აქტივობა 7. შეფასება.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური

უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.III.14. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.

ისტ-ი

ის ტექნ.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

11.  პროექტის ხელმძღვანელი: მაკა დეკანოიძე.

12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: makadekanoidze17@gmail.com